პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში რუსულ აგრესიას 23 წლის იულია კოვალის სიცოცხლე ემსხვერპლა. იულია და მისი მეუღლე ცხელ წერტილში ოჯახის დასახმარებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს.
ტრაგიკულ ამბავს იულიას მეუღლე იხსენებს.
„ჩვენმა ახლობელმა გვთხოვა, რომ ცხელი წერტილიდან გაგვეყვანა მისი ოჯახი, დედა და მშობლები. მივედით. როცა ჩავდიოდით, ხალხმა სადარბაზოდან გამოსვლაც კი ვერ მოასწრო. ამ სადარბაზოსთან კი იყო ჩვენი სპორტდარბაზი, რომელსაც ჩვენ ვმართავდით და მე ხელმძღვანელობის თხოვნით, იქ შევირბინე. იულია დარჩა მანქანაში. ის უნდა დამლოდებოდა მანქანაში, მაგრამ გადმოვიდა. სანამ მე ვიყავი დარბაზში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. როდესაც გამოვედი დარბაზიდან, ჩემი მანქანა უკვე აფეთქებული იყო. მივხვდი, რომ რაკეტა სახლს მოხვდა… იქ გავიქეცი…ირგვლივ დახოცილი ხალხი იყო. უკვე გადასარჩენიც კი აღარავინ დარჩა…
იულია დაიღუპა მაშინ, როდესაც ეხმარებოდა მოხუცებს ნივთების ჩალაგებაში. მორგში მეორეჯერ ამოვიცანი მისი სხეული… ჩემს მეგობართან ერთად დავაორგანიზეთ დასაფლავება. დავასაფლავე… დათვებით და ცოცხალი ყვავილებით მოვრთე მისი სასაფლაო. ჩვენ ის დავასაფლავეთ ქალაქგარეთ, ეს ჩემი თხოვნა იყო. მეგობრებმა იზრუნეს ამაზე, რადგან დღეს დასაფლავების ორგანიზებაც პრობლემურია. დავასაფლავეთ ის, როგორც გმირი. მე, რა თქმა უნდა, დავრჩი ქალაქში, რადგან ვთვლი, რომ დაღალატება იქნება მისი დატოვება. და მათ შორის, ეს იქნება მისი ხსოვნის დაღალატება“ - აღნიშნა ოლეგ კოვალმა.