მე ძალიან დიდხანს ვაპირებ სიცოცხლეს - თინა ხიდაშელი

tina khidasheli

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

ყოფილი მინისტრი მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც დაავადებას ებრძოდა.

„სიკვდილის შიში თუ გქონიათ ?“ - ამ კითხვას თინა ხიდაშელი ასე პასუხობს:

„მე ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობიდან სწორედ იმან გადამარჩინა, რომ სიკვდილზე არასდროს ვფიქრობ. მანამდეც ასე ვფიქრობდი და ახლა ზუსტად ვიცი, რომ სწორი იყო, როდესაც ასე ვფიქრობდი. ყველაზე ცუდად როდესაც ვიყავი, მაშინაც კი ერთი წამით დაშვება არ მქონია, რომ მორჩა. ალბათ, მაშინ დამიდგება, როდესაც სინამდვილეში დამიდგება. მე ძალიან დიდხანს ვაპირებ სიცოცხლეს“,- ამბობს თინა ხიდაშელი.