„პოლიტიკაში ფული კეთდება... დედაჩემი მათ პირადად იცნობდა და იცოდა როგორ ცხოვრობდნენ “ - რას იხსენებს თინა ხიდაშელი

ხიდაშელი

„სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ გადაცემის წამყვანის კითხვას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პასუხობს.

- პოლიტიკაში ფული კეთდება?

„კი, პოლიტიკაში ფული კეთდება. ერთხელ დედაჩემმა დამირეკა პრაღაში ვიყავი, სასწრაფოდ კურიერი ჩართეო. გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ იყო სიუჟეტი, პარლამენტის წევრების სახლების და ქონების შესახებ, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააგროვეს. დედაჩემი მათ პირადად იცნობდა და იცოდა იქამდე როგორ ცხოვრობდნენ“, - იხსენებს თინა ხიდაშელი.