დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.
საქმეზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძღვარიც ეხმაურება. მან წყვილს წლების წინ ჯვარი დასწერა.
„სანამ ნიკა „იმას'' ცოლად მოიყვანდა, ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო,. ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს. ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ''ტოპ''15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია", - წერს არქიმანრდიტი ანთიმოზ ივერიელი.