1731519914
„ასეთ სისასტიკეს არ იმსახურებდი...“ - ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ქმარმა მოკლა
ბათუმში, ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ირმა ბერიძეა. არსებული ინფორმაციით, მეუღლემ 37 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„ეს რა ცუდი რამ გავიგეთ, შოკში ვართ ქედელები. ვაი, ირმა, ჩვენო ლამაზო, საყვარელო, თანავუგრძნობ შენს შვილებს, შენს დედას და ძმას, ყველა ახლობელს თანავუგრძნობ. მტერსაც არ ვუსურვებ ამნაირ სიმწარეს... ჩვენს თვალწინ გაიზარდეთ, ეს რატომ უნდა მომხდარიყო, რატომ, გული მომიკვდა, ირმა, არ მჯერა... უფალმა გაანათლოს შენი სული, ჩვენო ირმა“
„თბილო, ლამაზო, კაშკაშა გოგო... როგორ არ მინდა დავიჯერო შენზე, რამხელა სიხარულს დაატარებდი გულით და თურმე, რამხელა დარდსაც... მენანები არ მემეტები“ - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია.
ასევე ნახეთ: