1773348202
მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
რამდენიმე წუთის წინ,თბილისში, თემქაზე მძიმე ავარია მოხდა. ტრაილერი ქალს დაეჯახა. ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











