„14 წლის შვილი დარჩა, მანქანა დაეჯახა შარდენთან...“ - რას ჰყვება მარი ბაბეტას მეგობარი

ბაბეტა

თბილისში მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ავტოავარიას ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

„პრაიმტაიმს“ მარი ბებეტას მეგობარი უყვება, რომ ახალგაზრდა ქალს ერთი შვილი დარჩა.

„გუშინ მოხდა ავარია, 14 წლის შვილი დარჩა, მანქანას შეუვარდა შარდენთან, „სტელასთან“ სხვა არაფერი ვიცი...“ 

ცნობისთვის, ახალგაზრდა მოცეკვავე, პირველად, "X-ფაქტორში" გაიცნო მაყურებელმა. წლების განმავლობაში, რეპერ "შავი პრინცის" მეუღლე იყო. წყვილს საერთო შვილი გოგონა ჰყავთ. განქორწინების შემდეგ, ბაბეტა, მშობლებთან და შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილი ხდება მარი ბაბეტას დაღუპვის მიზეზი

თბილისში ცნობილი მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს

„ასეთ სისასტიკეს არ იმსახურებდი...“ - ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ქმარმა მოკლა