შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1768644316
მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ იქნება.
როგორც მან განაცხადა, რჩება "ქართული ოცნების" გუნდში, თუმცა სხვა სფეროში გადაინაცვლებს.
„მე მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით, განვიხილავ რამდენიმე მიმართულებას, როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამას გავანდობ საზოგადოებას," - განაცხადა თურნავამ.