ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს

გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს დღეს 14:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

საქმის განხილვას მზია ამაღლობელიც დაესწრება.

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 11 იანვარს შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს.