„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
დღეს საქართველოს 142 კათოლიკოს პატრიარქს აირჩევენ. დელეგატებმა სამების საკათედრო ტაძარში მისვლა უკვე დაიწყეს. კრებას 1200 დელეგატი დაესწრება.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი - იქნება მოხსენებები სხვადასხვა ეპარქიების მხრიდან, ასევე მოისმენენ მეცნიერის მოხსენებას, ის საქართველოს კათოლიკური ტაძრისა და ისტორიის შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დაიწყება ხმის მიცემის პროცესი. ეპისკოპოსებს გადაეცემათ ბიულეტენი, სადაც სამი კანდიდატის სახელი არის დატანილი.
სამი პატრიარქიდან კანდიდატი გახდება ის, ვინც მიიღებს 20 ხმას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი 20 ხმას ვერ დააგროვებს, გაიმართება მეორე ტური.
მოხსენებების ნაწილი საზოგადოებისთვის ღია იქნება. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია ეკრანები, რათა ადგილზე მისულმა მრევლმა თვალი ადევნოს პროცესს.
ასევე საზოგადოებისთვის ღია იქნება კენჭისყრის პროცესი - მომენტი, როცა ეპისკოპოსები სასურველ კანდიდატს მისცემენ ხმას, ხოლო ხმის დათვლი პროცესი დაიხურება.
ხმის დათვლის შემდეგ, როდესაც გაცხადდება კანდიდატი, რომელმაც ხმების უმრავლესობას მიიღებს და გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, აღდგება პირდაპირი ეთერი და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, გაიგოს არჩეული პატრიარქის ვინაობა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტს სამი კანდიდატი ჰყავს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო, ასევე რუს-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
რაც შეეხება ინტრონიზაციის საკითხს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ თარიღს თავად არჩეული კანდიდატი დაასახელებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ, დადგენილების მიხედვით, პატრიარქი თავის უფლებამოსილებას 17 მაისს უკვე უნდა ასრულებდეს.