1774382695
„მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა და დაწერა..." - ილია მეორის ემოციური მოგონება მამაზე
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II, რამდენიმე წლის წინ ეკა ხოფერიასთან გადაცემაში იხსენებდა ამბავს, რომლის მიხედვითაც, მას პატრიარქობა მამამ უწინასწრმეტყველა:
„12 წლის ვიყავი. ჩემი ბიძაშვილი 10-11 წლის იყო. ბიძაჩემი და ჩვენ მეზობლად ვცხოვრობდით. ბიძაჩემის ეზოში რაღაც შენდებოდა, მამაჩემიც იქ იყო, ჩვენც იქ ვიყავით. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა და დაწერა: ერთ-ერთი მათგანი (მე და ჩემს ბიძაშვილზე) იქნება საქართველოს პატრიარქიო. მას ასეთი გამოცხადებები ჰქონდა... ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს".












