„გაფრინდა ჩემი ჩიტი...“ - ოზურგეთში 4 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა

ნიაკო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა, ნიაკო დარჩიძეს სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩვენი ინფორმაციით მცირეწლოვანს კარადა დაეცა.

დაღუპული გოგონას დედა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „გაფრინდა ჩემი ჩიტი...“

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).