პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
8 წლის დათი ქოქრაშვილს, რომელსაც შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა ისრაელის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში პატარა დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლ ინფორმაციას ავრცელებენ.
„ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგარი კაცია დათი, დიდება უფალს“, - წერს 8 წლის ბიჭის ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ავტომობილის მძღოლს, დავით ჯალაღონიას.
ნახეთ ავარიის უმძიმესი კადრები