„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
შარტავას ქუჩაზე, სადაც 8 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, ახალი საგზაო ნიშანი გაჩნდა.
თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ავტომობილის მძღოლს, დავით ჯალაღონიას.
8 წლის ბიჭს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, იგი ამჟამად სამკურნალოდ ისრაელშია გადაყვანილი.
ახალი საგზაო ნიშანი გაჩნდა სააკაძის მოედანთანაც, რომელიც სიჩქარის 50 კმ/სთ-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს და შემდეგ, შარტავას გამზირზე მოძრაობა მხოლოდ 30 კმ/სთ-ითაა შესაძლებელი.
ამავე თემაზე - უმძიმესი ავარიის კადრები