„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
თბილისში შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ იაშვილის ბავშვთა კლინიკაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ბიჭი ისრაელმა ექიმებმა დღეს დილით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკისაა.
ცნობისთვის, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.