„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
8 წლის დათის ახლობელი, მანანა ხორბალაძე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ირკვევა, სამკურნალოდ გამგზავრებულ მოზარდს ოპერაცია ვერ გაუკეთეს, რადგან ტემპერატურა აქვს.
„ჩემო მეგობრებო, პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია. დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ სიცხე აქვს. სოკო აღმოუჩინეს, რომელიც სწრაფად ვითარდება და ანეკროზებს უჯრედებს. ისრაელის დროით საღამოს 9-საათზე ლოცულობენ მისთვის. გთხოვთ ჩვენც შევუერთდეთ დათისთვის ლოცვას. საქართველოს დროით,საღამოს 20:00 საათზე. ევროპის დროით საღამოს 8-საათზე
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაი ნათესავისა ქრისტიანეთაისა.
ამინ! ეს ლოცვა უნდა წარმოვთქვათ სამჯერ. კურთხევა გვაქვს ისრაელიდან“, - წერს ემიგრანტი.