სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
პოეტმა გელა დაიაურმა და მისმა რჩეულმა, ეკა მანჩხაშვილმა გუშინ ჯვარი დაიწერეს. წყვილის სიხარული და ბედნიერებმა უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.
გელა დაიაურმა სოციალურ ქსელში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა.
„ჯერ მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი ჩემიანებო. კეთილი და თბილი სურვილებისთვის... მერე მადლობა უფალს, რომ თავმას ჩოხელის და თომა ყალაბეგაშვილის გვერდით დაგვიყენა! მადლობა ჩვენს მეჯვარეებს, აღარ მოგნიშნავთ. მიყვარხართ და მიხარიხართ!!! მადლობა თითოეულ ადამიანს, მეგობარს, კეთილი სურვილებისთვის... თქვენი გვერდით დგომით არა მიშავს... მადლობა ჩემს მეუღლეს, ეკატერინას. მადლობა ჩვენს თბილ შვილს და ადამიანს, მარიამ სულხანიშვილს და ყველა კეთილის მსურველს!!!! მეტი აღარაფერი მკითხოთ, ნაბახუსევზე ვარ... მაგრამ გულწრფელი მადლობა..“ - წერს დაიაური.