მონტენეგროს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერვინ იბრაჰიმოიჩი: გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც მონტენეგრო საქართველოსთან კარგი ურთიერთობების განვითარებას ანიჭებს

მონტენეგრო

მონტენეგროს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერვინ იბრაჰიმოიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ქალბატონო მინისტრო,

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს წარმატებული განვითარებისთვის.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც მონტენეგრო საქართველოსთან კარგი ურთიერთობების განვითარებას ანიჭებს, ასევე დავადასტურო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე ყოლისმომცველი ურთიერთობების გაძლიერებისთვის მზადყოფნა, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის ურთიერთსასარგებლოა და საერთო ინტერესებს ემსახურება.

ძვირფასო მინისტრო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“, - აღნიშნულია ერვინ იბრაჰიმოიჩის მისალოც წერილში.