ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
შატილში მცხოვრებ ზღაპრულ წყვილს - მარგარეტ დაიაურსა და გიორგი ჭინჭარაულს უკვე თითქმის ყველა იცნობს. წყვილს უცხოეთში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ცოტა ხნის წინ, მარგარეტის პროექტმა "აწარმოე საქართველოს" გრანტი მოიგო. წასვლის თემა, სულ თუ არა, ჯერეჯერობით მაინც დაპაუზდა.
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია კი ხევსურ წყვილზე წერს.
"მთის ფერდობზე ორი ანგელოზი ცხოვრობს.
სულ მარგარეტი ლაპარაკობს, გიორგი მუდმივად უსმენს, სიყვარულით უყურებს და უღიმის
ერთხელ, შატილში წვიმისას, ერთ-ერთ ბანზე მამაომ შეგვიფარა. საღამო ხანი იყო, მინდვრის ყვავილების ჩაიზე დაგვპატიჟა და თან ვსაუბრობდით. ამ დროს გიორგი გამოჩნდა, მამაოს მეზობელია თურმე.
მე გიორგი ჭინჭარაული ვარ, მითხრა გაცნობისას და მოაყოლა, რომ სამუდამოდ დაბრუნდა წინაპრების სოფელში, არაყი გამოიტანა და ხის დაბალ მაგიდაზე დადო ბევრი ილაპარაკა ჭკვიანური და კარგი.
მერე წამოვედით, გზაში ცირამ მითხრა, როგორი კარგი იქნება გიორგის მომავალი ცოლიც გიორგივით კარგი იყოს და შატილში დარჩესო.
სულ გულშევმატკივარი ვიყავი და ერთხელ ფოტოზე ოქროსფერთმიანი მარგარეტი ვნახე სოც.ქსელში და ცირას სასწრაფოდ ფოტო გადავუგზავნე, აი, მარგარეტი აურჩევია გიორგის და სოფელში დარჩა მასთან თქო.
მარგარეტ დაიაურს კი ხედავთ ფოტოზე-ანგელოზივით უზის გიორგის.
მათ ბევრი პრობლემა აქვთ, რაც მთას ახასიათებს, მაგრამ უყვართ და ძლებენ.
მათ სახლში შესასვლელი კარი დაბალია და როცა შედიხარ თავი უნდა დახარო. ხოდა, აი, ეგრე ვხრი თავს გიორგი ჭინჭარაულის და მარგარეტ დაიაურის სიყვარულის წინაშე.