„დიდი მადლობა მაშველებს, ასეთ ურთულეს პირობებში გაწეული სამსახურისთვის! ჩვენი პატარა თაია და ბებია-ბაბუა ზვავსაშიშ ზონას მაქსიმალურად დროულად განარიდეს“ - მაკო ჩხარტიშვილი

მაშველები თოვლში

მაკო ჩხარტიშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც დიდთოვლობის გამო ჩარჩენილები იყვნენ სოფელ ჯუმათში და სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. 

როგორც ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი ოჯახი ზვავსაშიშ ზონას მაშველებმა დროულად განარიდეს. 

„დიდი მადლობა სამაშველო სამსახურს, ასეთ ურთულეს პირობებში გაწეული სამსახურისთვის! 

მაღალმთიან ჯუმათში ჩარჩენილი ჩვენი ოჯახი, ჩვენი პატარა თაია და ბებია-ბაბუა ზვავსაშიშ ზონას მაქსიმალურად დროულად განარიდეს. 

საოცარი და დაუფასებელია მათი შრომა და თავდადება. იქ სადაც დროულად მობილიზებული ტექნიკაც კი ვერ მიუდგა, ფეხით გაკვალეს ურთულესი ორ კილომეტრიანი მონაკვეთი და გამოიყვანეს ჩვენი დაზარალებულები. 

დიდი მადლობა, ღმერთმა ბევრი სიკეთის კეთება შეგაძლებინოთ!" - წერს მაკო ჩხარტიშვილი.