მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
დედაქალაქის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ მიუსაფარ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა, სადაც 400-მდე ნახატი და ნაკეთობა იყო წარმოდგენილი. ბენეფიციარებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს.
მიუსაფარი პირები, თავშესაფრის ხელმძღვანელობის ინიციატივით, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დახმარებით, სწავლობენ და ავითარებენ უნარებს ხატვის, ძერწვის, ქსოვის, ქარგვისა და სხვა მიმართულებით.
აღნიშნული ღონისძიებების მიზანი მიუსაფარ პირთა მიმართ ზრუნვა და მათი შესაძლებლობების განვითარებაა, რათა შემდგომში დასაქმება შეძლონ.
თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ღონისძიების დასასრულს მობინადრეებს, ტრადიციულად, საახალწლო ნობათები გადასცა.
დღეისთვის ლილოს მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავსესაფარში 123 მობინადრე ირიცხება. ისინი თავშესაფრში ორჯერადი კვებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთებით არიან უზრუნველყოფილი.