ზელენსკიმ ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ მოინახულა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რუსების დაბომბვისგან დაზიანებული ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდიტი" მოინახულა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს პირველ ლედისთან ერთად ბავშვთა სპეციალიზიებულ ჰოსპიტალს "ოხმატდიტს" ვეწვიეთ და იმ ბავშვებს გავესაუბრეთ, რომლებიც იქ მკურნალობას გადიან.

დაწესებულებამ ყველაფრის მიუხედავად განაახლა ნორმალური მუშაობა და აღიდგინა ძალები რუსული დაბომბვის შემდეგ. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საავადმყოფოს ეხმარება, ვინც ადგილზე იყო რუსული რაკეტის მოხვედრის შემდეგ და ნანგრევებისგან წმენდდა, მხარს უჭერდა ბავშვებს, მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც ეძებდა გამოსავალს უკრაინელების მხარდასაჭერად.

ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს და დავამტკიცებთ, რომ სიცოცხლე უფრო ძლიერია ვიდრე მისი მტერი!"- წერს ზელენსკი.
რუსეთმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო 8 ივლისს დაბომბა.  კლინიკის ტერიტორიაზე 31 ადამიანი, მათ შორის 8 მცირეწლოვანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „ოხმატდიტის“ საავადმყოფო უკრაინაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული და ყოველწლიურად 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.