1744748868
“ლილო მოლის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში "ლილო მოლის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და ცეცხლის ქრობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.