გურჯაანის წმ. სამების საკათედრო ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756391550
27 აგვისტოს, მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ამასთან, ლევან კბილაშვილის სახლსა და მუზეუმში, მომღერლის მიერ შესრულებული ამ დრომდე ბევრისთვის უცნობი ნახატები გამოიფინა.
სივრცეში განთავსებულია ლევან კბილაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული რეკვიზიტები – სასცენო კოსტიუმები, ინსტრუმენტები და ფოტოები, რომლებიც სცენაზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შემსრულებელთან ერთად არის გადაღებული.
მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ლევანომ თავისი ნიჭითა და შრომით დიდი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში.
აღმოაჩნდა ასევე განსაკუთრებული ხატვის ნიჭი, რაც მისი წასვლის შემდეგ გავიგეთ. ნახატებით გადმოსცა ის სიღრმე, რასაც თავად ატარებდა გულში… დღეს ეს ყველაფერი უკვე ცოცხალ ისტორიად იქცა, ხოლო მუზეუმი — სივრცედ, სადაც მისი სულიერი სამყარო აგრძელებს სიცოცხლეს. მისი სახელი მხოლოდ პროფესიულ მიღწევებს არ უკავშირდება.
ლევანო იყო უანგარო, მეგობრული, სიკეთით აღსავსე ადამიანი, რომელსაც შეეძლო თითოეულისთვის გულწრფელი სითბო და სიყვარული გაეზიარებინა უპირობოდ. მისი ადამიანური დამოკიდებულებები სამაგალითოა. მისი შესაძლებლობები, მემორიალური დაფა, მუზეუმი და ლევანოს სახელობის ქუჩა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის… უდიდესი მადლობა ლევანოს ოჯახს სიყვარულისთვის…“ – წერს მაკა ჩხოტუა სოციალურ ქსელში და ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებს.