„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე საუბრისას.
მისი თქმით, ევროკავშირს ჰყავს თავისი ელჩი, თუმცა ფიშერი ცდილობს მის კომპეტენციაში ჩარევას.
„ევროპის დედაქალაქი არის ბრიუსელში და არა ბერლინში. არ ვიცი ბატონ პეტერს რა წარმოდგენა აქვს და თუ ჰგონია, რომ ბერლინია ევროკავშირის დედაქალაქი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა. ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში, მას ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა - არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არა თუ ამ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, არამედ შედის სხვა ელჩების, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. ეს ადამიანი ხან ჩემს წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ და ამის კომენტირება დაიწყო, შემდეგ პრემიერმა მისწერა ევროკავშირის ხელისუფლებას და ამის კომენტირება დაიწყო. არ ვიცი, თუ ბერლინია ევროკავშირის დედაქალაქი, გაგვაგებინონ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.