ცვლილება დილა-საღამოს ლოცვებში ამაღლებიდან სულთმოფენობამდე

ლოცვა

21 მაისს მართლმადიდებელმა ქრისტიანულმა სამყარომ ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. 

ამონარიდი პატრიარქ ილია მეორის 2009 წლის ქადაგებიდან:

„გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან; ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს - სასოწარკვეთილებას.

მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, - აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისათვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა, არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას."

გაეცანით რა ცვლილებაა დილა-საღამოს ლოცვებში.

დილა-საღამოს ლოცვებში კი ამგვარი ცვლილებაა.

ლოცვებს ვიწყებთ "წმინდაო ღმერთო"-დან და ჩვეულებრივ განვაგრძობთ.

ნაცვლად "ღირს არს"-ისა იკითხება - ამაღლებიდან მის წარგზავნამდე (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევის დილის ჩათვლით) - "ადიდებს სული ჩემი ქუეყანით..." და "ჰშევ, ქალწულო..."

ასე გრძელდება სულთმოფენობამდე. სულთმოფენობის ლოცვების ცვლილებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.