თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
ლექსო თორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსს აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ცხედარი აეროპორტიდან კონსერვატორიაში გადაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხვალ კი ქართველ პიანისტს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. საბჭოთა რეჟიმს გაქცეული ლექსო თორაძე შეერთებულ შტატებში 40 წელი ცხოვრობდა. მუსიკოსი 69 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.