„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე, რომელმაც სახელი სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის, პროკოფიევის შესრულებით გაითქვა, 10 მაისს გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე თბილისში,1952 წელს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა. ცხრა წლიდან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. დაამთავრა თბილისის და მოსკოვის კონსერვატორიები. როგორც ნიჭიერმა მუსიკოსმა მალევე გაითქვა სახელი. მის შესახებ იმათაც კი გაიგეს, ვისაც მუსიკასთან არაფერი აკავშირებდა.
ლექსო თორაძე ამერიკაში 1983 წლიდან ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში მისი ოჯახიდან გადახვეწა დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული. თბილისში დარჩენილი ოჯახი კაგებეს ყურადღების ქვეშ მოექცა. მისი წასვლა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს დიდ ტკივილად ექცა.
კაგებეში დაბარების შემდეგ მამა გარდაეცვალა. ამერიკაში წასულისთვის კი სამშობლოში დაბრუნება აუხდენელი ოცნება იყო. მაშინ ბევრმა გაკიცხა კიდეც ამ ნაბიჯისთვის.
თუმცა, როცა თორაძის შესრულებას უსმენ, მიხვდები, რომ ეს შემსრულებელი კომუნისტური რეჟიმს ვერ დაემონებოდა. სწორედ მაშინ ხვდები, რომ ამან აიძულა, გაერისკა და ამერიკას შეხიზნოდა.
არსებული ინფორმაციით, ლექსო თორაძეს ორშაბათს საქართველოში გადმოასვენებენ.
დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები კი, „პრაიმთაიმს“ კინო-პროდიუსერმა დათო ბეჟიტაშვილმა მიაწოდა.