VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგის, მარინა ფირცხალავას განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მონიტორინგს კვლავ საჭიროებს.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა, ანუ სუნთქავს თავისით დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, თუმცა მონიტორინგს კვლავ საჭიროებს. აქტიურია, კონტაქტში შემოდის. შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ მონიტორინგი გრძელდება. ვფიქრობ, ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ, მალე გაეწერება“, - განაცხადა ფირცხალავამ.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.