კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
პლატფორმა „ფიდსის" დამფუძნებლის, თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ვაკის პარკის ტრაგედიას ეხმაურება:
„...ჩვენმა შვილებმაც ხომ იცოდნენმ რომ მალე მოკვდებოდნენ და რატომ დაიბადნენ???
რატომ სუნთქავდნენ? რატომ თამაშობდნენ, რატომ? რატომ?
მეც შვილმოკლულმა, განადგურებულმა დედამ ვიცი! კარგად ვიცი ეშმაკთან ბრძოლის საფრთხეები, მაგრამ სვეტიცხოვლის მადლი შეგეწიოს ჩემო ბედკრულო და გათითოკაცებულო ქვეყანავ...
მართალთა შორის განისვენე ანგელოზად გაფრენილო პატარა მარიტა იქ ზეცაში მფარველად, უფლისწულნი გელიან: ნიკო, გიორგი, მირიანი, ლუკა...
ჩვენი ხვედრი კი მიწაზე ტანჯვა და იმიერში შვილებთან ჩახუტების იმედია“,- წერს კვარაცხელიას დედა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.
მარიტას დღეს დაკრძალავენ. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამებაში იმართება. მანამდე კი, მარიტას სახელზე მიტანილი ყვავილები და სანთლები ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას დარჩება.