გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ქართველი მომღერალი, თამარ ივერი ეხმაურება.
როგორც მომღერალი ამბობს, შადრევანში წუწაობა მის შვილებსაც ძალიან უყვართ.
„იმდენად უყვართ ჩემს შვილებს შადრევნებში წუწაობა რომ ეს დღეები გაქვავებული დავდივარ. ბათუმში არ ტოვებენ შადრევანს. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო იმ დღეს ამ სიტუაციაში. არ ვიცი რა ვთქვა. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ასე ზერელედ, სრულიად "ხალტურულად" შეასრულა შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის გამო ასეთ უმძიმეს, თავზარდაცემულ მდგომარეობაში, საყოველთაო დარტყმების სამიზნედ ჩააყენა ქალაქის მერი და პროექტის ჩამბარებელი ადამიანები. ეს არის უპატიებელი შეცდომა!...
ეს უკვე სცდება ჩვეულებრივი არაპროფესიონალიზმის ფარგლებს. შეიძლება უხარისხო მეტლახი, განათება ან დიზაინი აპატიო უხარისხო კომპანიას, მაგრამ როცა ადამიანის სიცოცხლეზე და დენზეა საუბარი....აქ კომენტარი არ მაქვს მათ დანაშაულზე. მათი სახელები უნდა გასაჯაროვდეს, როგორც საქართველოს გულგრილი შემარცხვენლების, მტრებისა და შეეფარდოთ მრავალწლიანი პატიმრობა. თუმცა, ეს ნაკლები ნუგეშია მარიტას გაუბედურებული ოჯახისთვის და თავად ამ ანგელოზისთვის
არ ვიცი, ამ შადრევანში აწი ძე ხორციელი აღარ ჩავა, ის მუდამ სიკვდილთან და შიშთან იქნება ასოცირებული. ჯობია ის ყვავილნარად გადაკეთდეს და შუაში მარიტას მონუმენტი გაკეთდეს ბურთით ან ჩოგნით ხელში“,- წერს თამარ ივერი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.
მარიტას დღეს დაკრძალავენ. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამებაში იმართება. მანამდე კი, მარიტას სახელზე მიტანილი ყვავილები და სანთლები ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას დარჩება.