კვარაცხელია სპორტის სათამაშო სახეობებში საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა

ხვიჩა კვარა

ხვიჩა კვარაცხელია ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, სათამაშო სახეობებში 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა. ამასთან დაკავშირებით, კვარამ ვიდეო გადაიღო და დამდეგი შობა-ახალი წელი ყველას მიულოცა.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, მადლობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ამ აღიარებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. 

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ბედნიერ და გამარჯვებებით დახუნძლულ 2023 წელს გისურვებთ.“ - თქვა კვარაცხელიამ.