კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

კორონა

საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია სტაბილურია

კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდინფიცირების შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 1 792 109 შემთხვევა იყო გამოვლენილი, მათგან 16 900-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.