დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მან კლინიკა" ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს, სხვადასხვა ექსპერტები შევდივართ. დასკვნა დასასრულისკენ მიდის. შემთხვევა არის ძალიან რთული, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. უამრავი ექსპერტია ჩართული, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. პრაქტიკულად, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა არ ჩატარებულა. დასკვნის მოდუსი იქნება, რომ სასწრაფოდ გაყვანილი იყოს სადმე უცხოურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოხდება. ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია", - განაცხადა ჯიშკარიანმა.