პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში ისევ „ომიკრონის“ შტამები ცირკულირებს, რომელსაც ახასიათებს 3 მაქსიმუმ 5-დღიანი მაღალი ტემპერატურა, სახსრებში მტვრევა, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა. ნაკლებად რთულდება ფილტვების ანთებით, რაც კორონას დროს, „დელტას“ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება იყო, - ამის შესახებ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს.
მისი განმარტებით, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ინფექციის მიმდინარეობას ფილტვების დაზიანება თითქმის არ ახასიათებს.
„BA4 და BA5 „ომიკრონის“ ის შტამებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით, 3-4 თვეა, რაც ცირკულირებს. ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. მათ ახასიათებთ ზუსტად ისეთი მიმდინარეობა, როგორიც „ომიკრონის“ სხვა ქვე შტამებს. მესმის, რომ სიცხე და ხველა შემაწუხებელია, მაგრამ რაც მთავარია, მათ ნაკლებად ახასიათებთ ფილტვების დაზიანება. ნაკლებად იცის გართულება, თუმცა, რისკიც არსებობს, განსაკუთრებით, რისკ-ჯგუფებში.
თუ 5 დღეზე მეტ ხანს გახანგრძლივდა ტემპერატურა, ეს მიუთითებს, რომ შესაძლოა, გართულებასთნ გვქონდეს საქმე, საჭიროა ანალიზების ჩატარება და ექიმთან კონსულტაცია. თუ სახლის პირობებში, პირველი სამი დღე ვიღებთ სითხეებს და სიცხის დამწევს ექვემდებარება ტემპერატურა, არ არის საგანგაშო და რამე სპეციფიკურ ჩარევას არ საჭიროებს.“ - განაცხადა გოგინავამ.
ექიმის განმარტებით, კორონავირუსის პარალელურად, ქვეყანაში სეზონური რესპირატორული ინფექციებიც ცირკულირებს.
„ამ ეტაპზე, სხვა სეზონური ინფექციებიც არის გავრცელებული, როგორც მოზარდებში, ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. თუმცა, მთავარი რესპირატორული ინფექცია, გრიპი, ჩემი ინფორმაციით, შემთხვევების მასიურად მატება არ ფიქსირდება. თუმცა, ამის მოლოდინი არსებობს, როგორც წესი, გრიპის შემთხვევები გვიან შემოდგომაზე და ზამთრის პერიოდში იმატებს, ამიტომ, შესაძლებელია, რომ ნოემბერ-დეკემბრისკენ შემთხვევებმა მოიმატოს და ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომია.
კორონას და სხვა სეზონური რესპირატორული ინფექციების გარჩევა კლინიკური სურათის მიხედვით ძალიან რთულია. თუმცა, ერთ რამეს აღვნიშნავ, არა გრიპის, სხვა რესპირატორული ინფექციებს, როგორც წესი, მაღალი ტემპერატურა იშვიათად ახასიათებთ. ახასიათებთ ცხვირში გაჭედვა, გამონადენი, ყელის ტკივილი და ა.შ. თუ მაღალი ტემპერატურამ 2 დღეზე მეტ ხანს გასტანა, საჭიროა ტესტის ჩატარება.“ - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.