კოლეჯი „აისი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

კოლეჯი „აისი“ თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„კოლეჯი „აისი“ დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სასწავლებლის ინფორმაციის ტექნოლოგიის მასწავლებელი, ალბერტ ბეგრაკიანი.

ყველა თანამშრომელისა და სტუდენტისათვის საყვარელი აბო მასწავლებელი, გამორჩეული იყო პიროვნული თვისებებით. ყველასთვის იყო ერთგული, თავდაუზოგავი მეგობარი; თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც ცოდნას ენერგიულად გადასცემდა სტუდენტებს.

ალბერტ ბეგრაკიანის უდროოდ წასვლა კოლეჯისთვის დიდი და მტკივნეული დანაკლისია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. მსუბუქი იყოს მისთვის საქართველოს მიწა“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.