საქართველო ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს

ლიანა ისაკაძე

საქართველო ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.

მევიოლინეს, ხვალ 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ.

მუსიკოსს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.