რუსულმა ძალებმა ხარკოვში, მაღალსართულიან შენობაზე დრონებით იერიში მიიტანეს

ხარკოვი

რუსულმა ძალებმა ხარკოვში, ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად 44 წლის ქალი დაშავდა. ამასთან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარიც.