რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა, გიორგი
ბოლოთაშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გამართულ ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ოპერატიული ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლისა და თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიები.
ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროები წარმოადგენენ ძირითადსაკომუნიკაციო არხს ინტერპოლსა და მისი 196 წევრი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის. აღნიშნული სტრუქტურები უნიკალურ როლს ასრულებენ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.