რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
დაფნის ფოთოლი საფულეში ხსნის რეგულარული ფულის ნაკადს პირდაპირ შენკენ,- ამ თემაზე ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მე უკვე არაერთხელ მითქვამს დაფნის ფოთლის ძალაზე... მაგრამ არის რაღაცები, რისი შეხსენებაც საჭიროა, რადგან ისინი ნამდვილად მუშაობს .
დაფნის ფოთოლი ეს უბრალოდ სანელებელი არ არის. ეს დაცვის, ფულისა და სურვილების ასრულების სიმბოლოა.
და თუ მას სწორად გამოიყენებ ის შენს სასარგებლოდ დაიწყებს მუშაობას
სად დავდოთ დაფნის ფოთოლი ცვლილებების დასაწყებად:
საწოლის ქვეშ - ძილი უფრო ღრმავდება, ხოლო ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია ისადგურებს
ხალიჩის ქვეშ - აქტიურდება ბარაქის ენერგია, რომელიც პირდაპირ „შემოდის“ სახლში
სუფრის ქვეშ - შენ აძლიერებ ოჯახის ფულად არხს და იზიდავ სტაბილურობას ყვავილის ქოთანში - გვეხმარება სურვილების უფრო სწრაფად ასრულებაში
(განსაკუთრებით, თუ იმ მომენტში ჩაიფიქრებ მას).
საფულეში - ხსნის რეგულარული ფულის ნაკადს პირდაპირ შენკენ
პატარა რჩევა: სანამ ფოთოლს დადებ , რამდენიმე წამით ხელში გააჩერე და იფიქრე იმაზე, რაც გინდა. განზრახვა - ეს არის გასაღები.
შეინახე ეს პოსტი, რომ არ დაკარგო. და დააჭირე მოწონებას
თუ გრძნობ, რომ დროა შენს ცხოვრებაში მეტი დოვლათი შემოვიდეს",- წერს იოსელიანი.