სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა

ბრაკონიერობა

 სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა. უკანონო თევზჭერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

სოფელ ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში მოქალაქეები თევზჭერას ელექტროიარაღების გამოყენებით ცდილობდნენ. ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.