პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიამ სადღობელაშვილი ფოტოსტუდიას ხსნის. პოპულარული ბლოგერი ახალ საქმეს მარტო შეეჭიდა და ფოტოგრაფად მეგობარი იხმო. გამოწვევამ ისე გააბედნიერა, რომ გადაწყვეტილება უფრო დააჩქარა. და თუ დღეს, ქაოსურ მიმოსვლაშია, ორიოდ დღეში "მარიკოს ფოტოსტუდიას" გახსნის და საფირმო ღიმილით ბიზნესვუმენის მანტიას შემოიგდებს.
"პრაიმტაიმთან", ჩვეული გულწრფელობით ისაუბრა და საოცნებო კაფეს გახსნა რომ ძალაში რჩება, არც ეს დაუმალავს.
მარიამ სადღობელაშვილი: ჩემკენ ქაოსია. მინდოდა რაღაც საქმე წამომეწყო, რითაც სიამოვნებას მივიღებდი. სექტემბრის შემდეგ სამსახური არ მქონდა და მივხვდი, რომ ბოლოს უკვე, სახლში "უსაქმოდ" ყოფნა მსტრესდა. ჩემი მეგობრები სახლში დაღლილები რომ ბრუნდებიან, მე მთელი დღეები, დრო რომ გავიყვანო, გიჟივით ვალაგებ სახლს.
სოციალური ქსელების ბევრ ჯგუფში ვარ, სადაც აქაური სამსახურების კადრებს და ხელფასებს განიხილავენ. იქიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში სამსახურების ფუფუნება არ გვაქვს. მოკლედ, თუ გაქვს შესაძლებლობა, შენი საქმე უნდა აწარმოო, რომ ვინმეს მონა არ იყო (მაპატიეთ გამოთქმისთვის). როცა გინდა, მაშინ წახვალ, თუ გინდა საერთოდ არ წახვალ, პასუხისმგებელი არავის წინაშე არ ხარ. ეს დიდი ფუფუნებაა. სამწუხაროდ, ადამიანებს არ აქვს არჩევანის საშუალება, რომ მისთვის სასურველ სამსახურში იმუშაონ, ან სასურველი ანაზღაურების მქონე სამსახური იშოვონ.
ძალიან მიყვარს ფოტოსესიის მოწყობა, გადაღება, პოზირება, სიამოვნებას მანიჭებს. ასე მოვიდა საკუთარი ფოტოსტუდიის გახსნის იდეა. ხომ არ მეცადა-მეთქი? ვიფიქრე და ფართის მოძიებაც დავიწყე, ფინანსურად კი, გვერდით ოჯახი დამიდგა. ვნახე ფართი, მეპატრონეშიც გამიმართლა. მშობლებისგან და ძმისგან უდიდესი ფინანსური და მორალური მხარდაჭერა მაქვს. და მოკლედ, დღეს უკვე დიდი ენთუზიაზმით ვაწყობ "მარიკოს ფოტოსტუდიას", რომელსაც კვირას, 31 მარტს გავხსნი.
ფოტოსტუდია დიდ დიღომშია, ჩემს სახლთან ახლოს და ჩემთვის ფიზიკურად ადვილია იქ მისვლა და სახლში დაბრუნება. ამ რაიონში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მეც ბევრს ვუყვარვარ. ამდენად, ვფიქრობ, მეც კმაყოფილი დავრჩები და ისინიც.
ახლა გეტყვით, ამ ფოტოსტუდიაში რა ამბები დატრიალდება: სხვადასხვა ლოკაციას ვაწყობ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ სტარტაპერს, თუ მცირე მეწარმეს ლამაზ სივრცეში შეეძლება ფოტოსესია გაუმზადოს თავის პროდუქციას, ნამუშევარს, რომ შემდეგ მომხმარებელს, სოციალურ ქსელში, ლამაზად შეფუთული მიაწოდოს. ზუსტად ამისთვის არის ეს გარემო. მსგავსი სივრცეები ძალზე ტრენდულია. მოგეხსენებათ მადა ჭამაში მოდისო, ასევე მოვაწყე საბავშვო კუთხეც. დედები შვილებს ლამაზ ფოტოსესიას მოუწყობენ ჩვენთან. ჩემი მეგობარი, ფოტოგრაფი ანა აფრიაშვილი, ასევე ინდივიდუალურ ფოტოსესიას გაუმზადებს ნებისმიერ მსურველს.
ჩემი ძმა დიდ მოტივაციას მაძლევს ხოლმე. მან მითხრა, ჯერ ეს გააკეთე და შენი საოცნებო კაფე მერე გავხსნათო. ის დარწმუნებულია, რომ მე ამ გამოწვევას თავს კარგად გავართმევ. ვნახოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
„გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - სინამდვილეში ვინ ყოფილა უჩინარი გივის რეალური პროტოტიპი
"წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა