პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიამ სადღობელაშვილი საბერძნეთში დედას სტუმრობს; მხიარული ტიკტოკერი ფეისბუკზე ლაჟვარდოვანი სანაპიროდან უამრავ ფოტოს გვიზიარებს;
"მარიამ, რამდენი იბრძოლე, რომ ასე გაგეღიმა" - აწერს ერთ ფოტოსესიას;
"მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავს კარგად არ ვგრძნობ, მაინც ვიბრძოლებ ჩემი ოცნებებისთვის" - არქმევს ფოტოსესიას ძალზე პოზიტიური ტიკტოკერი და მისი ეს სიძლიერე გადამდები ხდება;
მარიკოს ერთი ოცნება ჩვენთვის ცნობილია, მას ლამაზი, პატარა კაფეს გახსნა სურს;
ტიკტოკერს თავის განსხვავებულობაზე "პრაიმტაიმთან" უსაუბრია; მარიკოს ახლოს გასაცნობად დააწკაპუნეთ აქ
"მარიამ, რამდენი იბრძოლე, რომ ასე გაგეღიმა" - თუ რატომ მოუნდა მარიკოს ფოტოებზე ამ ფრაზის დაწერა, აი, რა გვიპასუხა:
"ზოგჯერ ფოტოებში ჩემს თავს რომ ვუყურებ, არ მჯერა ხოლმე, რომ მე ვარ, რატომღაც ასეთი შეგრძნება მაქვს;
მაინც ხომ განიცდი ადამიანი ამ შენს განსხვავებულობას, მომენტებში და მაინც რომ ისევ ისე იღიმი და გიხარია ყველაფერი, აი, ეგ ცალკე ამბავია;
ღმერთთან მაქვს მუდმივი კომუნიკაცია და მის მიმართ იმისთვის, რაც ცხოვრებაში გამაჩნია, მადლიერების შეგრძნება არასდროს დამიკარგავს " - უთხრა მარიკომ "პრაიმტაიმს"
„მეშინოდა, მაგრამ ამირანმა გადამაწყვეტინა და..." - რა სთხოვა ამირან არაბულმა ცოლს თურქეთის კლინიკიდან
„დაიცავი ეს, ნიჭისგან, სიყვარულისგან დაუცველი კაცი და ამით დამიცავი მე“ - მამუკა ჩარკვიანი 68 წლის გახდა