დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
წმინდა პაისი ათონელს ჩვენი მკითხველი მისი ბრძნული შეგონებებითა და სწავლებანით იცნობს.
ბერი ცხოველებსა და ფრინველებს კვებავდა და ისინიც, ყოვლად უშიშრად, "ეკონტაქტებოდნენ" მას. აი, რას ამბობდა წმინდა მამა ცხოველებზე.
ბერი პაისი: პირდაპირ ჩემს ფანჯარასთან ფუტკრის ნაყარი დასახლდა, ფუტკრები ისე აქტიურად შრომობენ, რომ ყოველ საღამოს ამ ხმაურის გაძლება მიწევს. შეხედეთ, როგორ არქიტექტურულად აქვთ ყველაფერი მოფიქრებული ფუტკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც არქიტექტორი ჰყავთ და არც მოწესე. გისურვებთ, რომ თქვენც ასევე იშრომოთ მართებულად, სულიერად შექმნათ სულიერი სკა, სულიერ თაფლს რომ იძლევა, რათა მოდიოდნენ ერის კაცები, ჭამდნენ და სულიერად ნეტარებდნენ.
ღმერთი ცხოველებსაც მფარველობს. რამდენი წმინდანია პირუტყვის მფარველი და როგორები არიან ცხოველები, რისი მოთმენა აღარ უწევთ ამ საბრალოებს. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაშიც კი ვერ გვაიძულებთ ისეთ მორჩილებას, რომელსაც ისინი ტვირთულობენ ადამიანთა სამსახურისას. თუ აჭმევ ხომ კარგი, თუ არადა, მშივრები რჩებიან. თუ იმას არ აკეთებენ, რასაც პატრონი უბრძანებს, მათ სცემენ. თან როგორ შრომობენ. ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე. ჩვენ ხომ ერთი "უფალო შეგვიწყალოთი" შესაძლებელია სამოთხე დავიმკვიდროთ; განა ეს ცოტაა?! ასე რომ, პირუტყვმა ჩვენ გაგვისწრო მოუხვეჭელობით, მოთმინებითა და მორჩილებით.
დააკვირდით ცხოველებისა და მწერების ცხოვრებას. ეს ძალიან სასარგებლოა. მე ვუყურებ, როგორ გულმოდგინედ და პატიოსნად შრომობენ ჭიანჭველები, უხელმძღვანელოდ. არც ერთი ადამიანი არ არის ისეთი ტაქტიკური, როგორც ჭიანჭველა.
ღმერთმა ცხოველები იმისთვის შექმნა, რომ ემსახურონ ადამიანებს, მაგრამ ადამიანმაც უნდა აიღოს მათგან მაგალითი. ადამიანი თუკი ის ნამდვილად ადამიანია, ყველაფერში ნახავს თავისთვის სასარგებლოს.
***
ჩემ საუკეთესო მეგობარ ჩიტს ოლეტი დავარქვი, რაც არაბულად ბავშვს ნიშნავს. ოლეტი გორაკზე, ჩემი სენაკიდან 50 მეტრის დაშორებით ცხოვრობს. საკენკს რომ ვუყრი, ცოტას აკენკავს და მიფრინავს. ვეძახი, დაბრუნდი-მეთქი. ის მაინც მიფრინავს, თუმცა მერე ბრუნდება, ზურგიდან ჩუმად მოფრინდება და ჩემი ჟილეტის შიგნით დაიმალება. თუ სადმე მივდივარ, ასი მეტრის მანძილზე მაცილებს და მე იმისთვის, რომ უფრო შორს არ გამომყვეს და არ დაიკარგოს, კენჭებს ვესვრი, თვითონ კი სწრაფად ვაგრძელებ გზას, ვიდრე თვალთახედვიდან არ მოვიცილებ.
ბოლო დროს, ოლეტმა მკაცრ მოღვაწეობას ზურგი აქცია და ცხოვრებით ტკბობას მიჰყო ხელი. აღარ ჭამს დაღერღილ ბრინჯს, აღარც წყალში დამბალ ორცხობილას. მხოლოდ ჭიაღუას და თანაც ნებავს, რომ ეს ყოველივე მე თავად მივართვა ხელისგულით. ჩამომაჯდება ხელზე და კენკავს. აი, პროგრესი. ეს დღეები ოლეტის საზოგადოებით ვტკბები. როცა ოლეტს ვეძახი, სხვა ჩიტებთან ერთად მოფრინდება. სხვები მაშინვე საკვებს დაეცემიან, ოლეტი კი მორჩილებითა და სიყვარულით მოფრინავს, მაშინაც კი, როცა მშიერია. მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ჩემს გვერდით. ბოლოს თვითონ შევახსენებ ხოლმე ჭამას. შორიდან შევხარი ოლეტს, რათა რაიმე არ ვავნო.
ერთხელ, რაღაცის გამო დავყოვნდი და როდესაც გორაკზე ავედი, ოლეტი იქ არ დამხვდა, რადგანაც იმ დღეს ძლიერი ქარი უბერავდა. ვშიშობდი, მიმინომ ხომ არ შეჭამა-მეთქი. საკვები დავუტოვე. მეორე დილას ადრე გავეშურე მის მოსაძებნად. ოლეტს საკვები რომ უნახავს, როგორც ჩანს, ძრახვებმა სძლიეს და ჩემი სენაკისკენ მომავალ ნახევარ გზაზე მელოდა. როდესაც დამინახა, სიხარულისგან პირდაპირ გადაირია. მე მისი გამოკვება დავიწყე, მაგრამ საჭმელზე მეტად მას ჩემი საზოგადოება სურდა. მისმა სიყვარულმა, მადლიერებამ და თავშეკავებამ გამაოცა. ვფიქრობ, რომ იმედი არ გაგიცრუეთ, რომ ყველაფერი დაუმალავად, ოლეტის უნებართვოთ მოგიყევით. მიიღეთ ჩემი და ოლეტის პატივისცემა.
ჩემთან მხოლოდ ოლეტი კი არა - კუები, გველები, თრითინები, ტურები, კურდღლები ძღებიან ჩემი სიყვარულით. მეც ვძღები მათი სიყვარულით. ერთხელ მინდოდა მივმხვდარიყავი, რომელი ცხოველისთვის შემეძლო თავის შედარება და მივხვდი, რომ ყველა ცხოველზე უარესი ვარ, ნაკელის ხოჭოზეც კი...
ასევე დაგაინტერესებთ:
„წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა