ხარაგაულში, მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

policiis lenti

მაშველებმა, ხარაგაულის სოფელ მარელისში, მეწყერში მოყოლილი 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი.

მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, მწყემსი 1 ივლისის ღამეს დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, როცა მიწა ჩამოიშალა და მოიყოლა. მეწყერმა დააზიანა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც.

ასევე ნახეთ:

ავარია ქუთაისის აეროპორტთან - დაღუპულია 5 ადამიანი

ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების პროგნოზი

რუსთავში 14 წლის ბიჭს ეძებენ - ის მტკვარმა გაიტაცა