ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ წევრ კახა კუჭავას ჰყავს ეროვნებით რუსი მეუღლე, რომელსაც ქმრის გვარი აქვს აღებული.
ლიზა ტურისტული სააგენტოს მფლობელია, რომელიც საქართველოს მასშტაბით საავტორო ტურებს მართავს და საკმაოდ აქტიურია Instagram-ზე. ის საკუთარ გამომწერებს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილებიდან ფოტოებს და ისტორიებს მუდმივად უზიარებს. როგორც თავად ამბობს, საქართველო უზომოდ უყვარს და მასში „ძალიან ბევრია ქართული მენტალიტეტიდან – უკვე დიდი ხანია, ქართულად ფიქრობს.“
ლიზამ 13 წლის წინანდელი 26 აპრილი გაიხსენა და Instagram-ზე გამომწერებს საკუთარი ქორწილის დღის შესახებ მოკლედ უამბო.
ზუსტად 13 წლის წინ ქართულ უნიკალურ ტაძარში „ჯვარში“ დავქორწინდით. ქორწილი იყო პატარა, 150-კაციანი. ჩვენს ჩაცმულობაზე ქართველმა დიზაინერმა, თამუნა ინგოროყვამ იზრუნა. სპეციალურად ამ დღისთვის ცეკვა „ქართული“ შევისწავლე.