ვინ არიან და რას საქმიანობენ დავით ზალკალიანის ულამაზესი შვილები

zalkal

მთავრობაში ცვლილებებია - დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ინიშნება.

ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი. დიპლომატიური რანგით, რომელიც მას 2007 წელს მიენიჭა, არის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

1992 წელს მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ქვეყნის პირველ დიპლომატს ჰყავს მეუღლე - 55 წლის თამარ ქემოკლიძე და ორი ქალიშვილი - ნინი და სოფო ზალკალიანები.

ცნობილია, რომ სოფო ზალკალიანი UNFPA Georgia-ში პროექტების ასისტენტად მუშაობს. სოფომ 2018 წელს გიორგი კვარაცხელიაზე იქორწინა. „მესამე შვილი შევიძინე“ - დაწერა მაშინ ზალკალიანმა. 

რაც შეეხება ნინი ზალკალიანს, ის სოციალურ ქსელში აქტიური არ არის. როგორც ცნობილია, ჩეხეთში ცხოვრობს, საქართველოში კი წლების მანძილზე სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით დააგროვა.

დეკლარაციით ირკვევა, რომ დავით ზალკალიანი ფლობს წყნეთის ქუჩაზე 2004 წელს 64 570 ლარად შეძენილ ბინას (62 კვ.მ), რომლის 50% წილის მფლობელია მისი მეუღლე. ზალკალიანის საკუთრებაშია  მცხეთაში, მუხათწყარო 2-ის ტერიტორიაზე არსებული 600 კვ.მ დანგრეული შენობა-ნაგებობა. 

აღნიშნულ დეკლარაციიაში  ზალკალიანის ორი შვილიდან ერთი ფიგურირებს. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის შვილს, 29 წლის ნინო ზალკალიანს „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 116,24 ლარი, ხოლო „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 1617,49 ლარი.

შპს- „ბათუმი რივიერაში“ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისთვის, ანაზაღაურების სახით 2019 წელს მიიღო 24498 ლარი. 

ასევე ნახეთ - დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა