მაინტერესებს, კრემატორიუმის განახლება საქართველოში რამდენ ადამიანს უნდა?! - მაკა ჩიჩუა

ჩიჩუა

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ფეისბუკ-მეგობრებსა და გამომწერებს მიმართავს კითხვით და აინტერესებს აზრი, არიან თუ არა მომხრეები, რომ კრემატორიუმი არსებობდეს.

„ამ წუთას მეგობრის კედელზე მიდიოდა დისკუსია სასაფლაო ადგილების შესახებ. ლაპარაკია ფასებზე, ადგილის და პრესტიჟული უბნების მიხედვით და ა. შ. და მაინტერესებს, მართლა! კრემატორიუმის განახლება საქართველოში რამდენ ადამიანს უნდა .. ანუ მოთხოვნა/თხოვნა, რომ დაუბრუნონ ქვეყანას კრემატორიუმი. ვიცი, რომ იყო ლაპარაკი ამ თემაზე. მგონი, საპატრიარქოსთან ერთად განიხილებოდა, მერე შეჩერდა, რას ფიქრობთ ამ ამბავზე? აღდგომას გილოცავთ.“ - აღნიშნულ კითხვას დაახლოებით, 200-მდე ადამიანმა უპასუხა, რომელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ კრემატორიუმის არსებობის მომხრეა.