1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თეატრთმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე თავის დიდ ტრაგედიაზე, შვილის გარდაცვალებაზე ok-სთან საუბრობს.
ყველაზე მეტად მიყვარს ფიქრი. ფიქრით შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი თავი. ფიქრით შემიძლია შევიცნო ადამიანი და მივიღო ისეთი, როგორიც არის. როცა ეს ამბავი დამემართა და გამოვედი ქუჩაში… ადგილიც მახსოვს – იპოდრომი. მაისი იყო, მზიანი ამინდი. გოგო და ბიჭი ბადმინტონს თამაშობდნენ, შეყვარებულები ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, ვიღაც ბავშვს ასეირნებდა ეტლით და ბავშვის წვივი ჩანდა. ალბათ, კიტას ასაკის იყო. იქ დავიჭირე კითხვის ნიშანი ჩემს თავში...
-სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის… მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო. მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ, თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს. ვალდებული ვარ, ვიდგე იმისთვის, რომ მერე სხვა წამოვაყენო…
სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები. გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო, – ამბობს ჟურნალ ok-სთან ნიკოლოზ წულუკიძე.
ფოტო: მამა-შვილი, ნიკოლოზ და სესილია წულუკიძეები, ok, ალექსეი სეროვი