შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1727982002
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში თუ სხვაგან, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიონ ადამიანებმა.
„პირველად, დღევანდელ დღეს კაცობრიობას ერთდროულად დაენახა ყოვლადწმინდა სამების სამივე წევრი. ეს არის ძე, რომელიც წყალში ჩავიდა, მამა ღმერთი, რომლის ხმა ისმა და სულიწმიდა, რომელიც მტრედის სახით დაფრინავდა და ყველას დასანახად ჩანდა.
დღეს იკურთხა წყალი. ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში, სადაც გნებავთ, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა გადაივლოთ ეს წყალი თუ საშუალება გაქვთ. დღეს არის ნაკურთხი წყლის დღე. ეს ცივი და ნაკურთხ წყალი გადაგსხმოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.